Friday, June 10, 2011

ქართული ხალხური საკრავები

   უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ მიეკუთვნება მე-15 საუკუნეს.ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული.
 საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:
   1.ჩასაბერი საკრავები(სალამური, გუდასტვირი, ლარჭემი)
                                                                                                           

 


   2.სიმებიანი(ჩონგური, ფანდური, ჩანგი)            
 
                                                            
   3.დასარტყამი(დოლი, დიპლიპიტო, დაირა)


                                                                     
                                                                                                                    


  

Thursday, June 9, 2011

არფა

   არფა არის უძველესი წარმოშობის სიმებიანი საკრავი, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში. დროთა განმავლობაში უფრო სრულყოფილი გახდა. დღეს მას აქვს 47 სიმი, დაჭიმული ხის სამკუთხა დიდ ჩარჩოზე, აქვს ძალიან ნაზი, წკრიალა, ჰაეროვანი ჟღერადობა.
  ამ ინსტრუმენტს მსვილდის მსგავსი ფორმა ჰქონდა.მას მუხლზე იდგამდნენ და ისე უკრავდნენ.ამ ინსტრუმენტმა ნიადაგი მოუმზადა არფის წარმოშობას.არფის წინაპარი საკრავი პოპულერული იყო ეგვიპტეში,ძველ საბერძნეთში.შუა საუკუნეებში ცნობილი გახდა ევროპაშიც და ბევრ სხვა ქვეყანაში.დროთა განმავლობაში არფა არისტოკრატიული წრის ინსტრუმენტად იქცა.იგი მდიდრულად იყო მორთული ოქროთი,სადაფით,მოზაიკით.მე–19 საუკუნეში მიღებული იყო,რომ მაღალი საზოგადოების ყველა კეთილშობილ ქალბატონს უნდა სცოდნოდა არფის დაკვრა.დღეისათვის არფა სიმფონიური ორკესტრის ერთ–ერთი საკრავია.მას სამკუთხა ფორმა აქვს,ზედ გაბმულია 46 სხვადასხვა სიგრძის სიმი,აქვს 7 პედალი.თითოეულ პედალზე ფეხის დაჭერით იცვლება საკრავის წყობა.ამ მშვენიერი საკრავისთვის მუსიკას წერდნენ
ბახი,ჰენდელი,ჰაიდნი,მოცარტი, ბეთჰოვენი და სხვები.
.

ბანჯო

  ბანჯო გიტარასა და ვიოლინოსთან ერთად ქანთრის სტილის მუსიკის აუცილებელი ატრიბუტია. ბანჯო გიტარის მსგავსი 4-9 სიმიანი საკრავია, რომელიც აფრიკიდან გავრცელდა(მე-17 საუკუნეში აშშ-ში).
   მართალია, ამ საკრავის სახელწოდება არც ისე კარგად ჟგერს, მაგრამ მაგრამ თვითონ საკრავს ჟღერადობას ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს.ამაში თავად დარწმუნდებით:http://www.youtube.com/watch?v=I3qbB4Kq3Y0

ვიოლინო



    ვიოლინო უძველესი ინსტრუმენტია. რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ინდოეთში დაიბადა. ინდოეთიდან იგი სპარსეთში, არაბეთსა და აფრიკის ქვეყნებში გავრცელდა. მას გამომშრალი ხისგან ამზადებდნენ, რადგან სველი ხისგან დამზადებული ვიოლინო კარგ ხმას არ გამოსცემდა. სად არ ეძებდნენ ოსტატები გამომშრალ ხეს. თუ ვინმე სადმე მიტოვებულ სახლს იპოვიდა, დანარჩენები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ ხის წამოსაღებად. მისი წელში გამოყვანილი ფორმაც ხმასთან იყო დაკავშირებული. ცოტა მოგვიანებით ვიოლინო ევროპაშიც გავრცელდა. იგი 1562 წელს ბერტოლოტიმ შექმნა. სწორედ მან და მისმა მოსწავლეებმა მოიტანეს იგი ჩვენამდე როგორიც დღეს არის. ვიოლინოს ყველაზე სახელგანთქმული ოსტატი იტალიელი ანტონიო სტრადივარიუსი გახლდათ. მან ცხოვრების განმავლობაში ათასზე მეტი ვიოლინო აჩუქა სამყაროს. უკანასკნელი კი 90 წლის ასაკში შექმნა. ვიოლინოს პირველი კომპოზიტორები იყვნენ კორელი, ვივალდი, ისპი და პაგანინი.
    ვიოლინოს კლასიკური ტიპი შეიქმნა XV ს. იტალიასა და საფრანგეთში. XVI-XVIII სს-ის იტალიაში ჩამოყალიბდა ვიოლინოს ოსტატთა (ანდრეა და ნიკოლო ამატი, გვარნერი, სტრადივარიუსი) «კრემონის სკოლა». საბოლოოდ დაიხვეწა ხემიან საკრავთა კონსტრუქცია და სპეციფიკური ტემბრი. გამოიყენება როგორც სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი.