Thursday, June 9, 2011

ვიოლინო



    ვიოლინო უძველესი ინსტრუმენტია. რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ინდოეთში დაიბადა. ინდოეთიდან იგი სპარსეთში, არაბეთსა და აფრიკის ქვეყნებში გავრცელდა. მას გამომშრალი ხისგან ამზადებდნენ, რადგან სველი ხისგან დამზადებული ვიოლინო კარგ ხმას არ გამოსცემდა. სად არ ეძებდნენ ოსტატები გამომშრალ ხეს. თუ ვინმე სადმე მიტოვებულ სახლს იპოვიდა, დანარჩენები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ ხის წამოსაღებად. მისი წელში გამოყვანილი ფორმაც ხმასთან იყო დაკავშირებული. ცოტა მოგვიანებით ვიოლინო ევროპაშიც გავრცელდა. იგი 1562 წელს ბერტოლოტიმ შექმნა. სწორედ მან და მისმა მოსწავლეებმა მოიტანეს იგი ჩვენამდე როგორიც დღეს არის. ვიოლინოს ყველაზე სახელგანთქმული ოსტატი იტალიელი ანტონიო სტრადივარიუსი გახლდათ. მან ცხოვრების განმავლობაში ათასზე მეტი ვიოლინო აჩუქა სამყაროს. უკანასკნელი კი 90 წლის ასაკში შექმნა. ვიოლინოს პირველი კომპოზიტორები იყვნენ კორელი, ვივალდი, ისპი და პაგანინი.
    ვიოლინოს კლასიკური ტიპი შეიქმნა XV ს. იტალიასა და საფრანგეთში. XVI-XVIII სს-ის იტალიაში ჩამოყალიბდა ვიოლინოს ოსტატთა (ანდრეა და ნიკოლო ამატი, გვარნერი, სტრადივარიუსი) «კრემონის სკოლა». საბოლოოდ დაიხვეწა ხემიან საკრავთა კონსტრუქცია და სპეციფიკური ტემბრი. გამოიყენება როგორც სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი.

2 comments:

  1. მაგარია

    ReplyDelete
  2. MGM Resorts International is expanding its global footprint
    MGM Resorts International announced 전주 출장마사지 it has reached 안동 출장샵 a $3.2 billion deal to 당진 출장마사지 expand its global footprint 양주 출장샵 of gaming in the 제주도 출장마사지 United States. MGM

    ReplyDelete