Thursday, June 9, 2011

არფა

   არფა არის უძველესი წარმოშობის სიმებიანი საკრავი, ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში. დროთა განმავლობაში უფრო სრულყოფილი გახდა. დღეს მას აქვს 47 სიმი, დაჭიმული ხის სამკუთხა დიდ ჩარჩოზე, აქვს ძალიან ნაზი, წკრიალა, ჰაეროვანი ჟღერადობა.
  ამ ინსტრუმენტს მსვილდის მსგავსი ფორმა ჰქონდა.მას მუხლზე იდგამდნენ და ისე უკრავდნენ.ამ ინსტრუმენტმა ნიადაგი მოუმზადა არფის წარმოშობას.არფის წინაპარი საკრავი პოპულერული იყო ეგვიპტეში,ძველ საბერძნეთში.შუა საუკუნეებში ცნობილი გახდა ევროპაშიც და ბევრ სხვა ქვეყანაში.დროთა განმავლობაში არფა არისტოკრატიული წრის ინსტრუმენტად იქცა.იგი მდიდრულად იყო მორთული ოქროთი,სადაფით,მოზაიკით.მე–19 საუკუნეში მიღებული იყო,რომ მაღალი საზოგადოების ყველა კეთილშობილ ქალბატონს უნდა სცოდნოდა არფის დაკვრა.დღეისათვის არფა სიმფონიური ორკესტრის ერთ–ერთი საკრავია.მას სამკუთხა ფორმა აქვს,ზედ გაბმულია 46 სხვადასხვა სიგრძის სიმი,აქვს 7 პედალი.თითოეულ პედალზე ფეხის დაჭერით იცვლება საკრავის წყობა.ამ მშვენიერი საკრავისთვის მუსიკას წერდნენ
ბახი,ჰენდელი,ჰაიდნი,მოცარტი, ბეთჰოვენი და სხვები.
.

No comments:

Post a Comment